საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჯერად მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრში, სოფელ უკანაფშავში იყო.
მათივე მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 15:28 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, დღეს დილით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.