14 წლის მოზარდმა 26 წლის პოლიციელი მოკლა – დეტალები
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც პოლიციელის მკვლელობას ედავებიან. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს, პოლიციასა და რამდენიმე პირს შორის სროლა მოხდა, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, სროლის დროს 26 წლის პოლიციელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.