„გვეუბნებიან, რომ ჩვენს გარშემო ცეცხლია და სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ აქაურობა…“ – ცისნამი საყვარლიშვილი უმძიმეს რამეს გვამცნობს
ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ჰემპტონს რამდენიმე ტყის ხანძარი გაუჩნდა, მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტერიტორია.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰემპტონში არსებული ხანძრის გამო, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
„გუშინ ჩამოვედით ჰემპტონებში. ეს გზა გამოვიარეთ და ყველაფერი რიგზე იყო. ახლა გვეუბნევიან რომ ჩვენს გარშემო ცეცხლია და სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ აქაურობა.
იმედია LA-ის ამბავი არ განმეორდება.
ვიმედოვნებ ჩვენს სახლამდე არ მოაღწევს და ჩააქრობენ. ისე საშინელი ქარია.
ფაქტია რომ არ არის კარგი ამბავი!“,- წერს ცისნამი.