ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება – როდის ამოქმედდება ცვლილებები და რას მოიცავს
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს EU-ში შესვლა/გასვლის სისტემის – EES-ის დანერგვის განახლებულ ვადებს. ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება 2025 წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.
ამავდროულად, ევროკავშირის ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა (Eurodac რომელიც აადვილებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციას) განახლდება. კერძოდ, ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2026 წლის ბოლო კვარტალში არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, EES (Entry/Exit System) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე უკანონო მიგრაციისა და უვიზო რეჟიმის რეგულაციების დარღვევის პრევენციას, ასევე, უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლის გაუმჯობესებას
EES-ის მიზანია ხანმოკლე ვიზიტით ევროკავშირში შემოსავალი მოქალაქეების (მათ შორის მათიც, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ან ვიზა სჭირდება) შესვლის, გამოსვლის და დარჩენის დროის ავტომატური აღრიცხვა და თვალყურის დევნა. ახალი რეგულაციები შეეხება საქართველოსაც.
შეგახსენებთ, ახალი სისტემის დანერგვა იქამდე გასული წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო იმ მიზეზით, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანას ცვლილებების დანერგვისთვის საჭირო კომპიუტერული სისტემა მზად არ ჰქონდათ.
წყარო: bpn.ge