ნაყინში შხამიანი გველი აღმოაჩინა – ფაქტმა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა
ტაილანდში მცხოვრებმა მამაკაცმა ნაყინის გაყინული შხამიანი გველი იპოვა. ამის შესახებ The Thaiger იუწყება.
4 მარტს ტაილანდელმა მამაკაცმა საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. კადრებზე მოჩანს ნაყინი, რომლის შიგნითაც დახვეული გველია. „ლამაზი თვალები გაქვს გველო, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? ფოტო ნამდვილია, სიტუაციაც რეალურია – ნაყინი მე თვითონ ვიყიდე,“ – დაწერა მამაკაცმა.
გველი, რომელიც ნაყინში აღმოჩნდა, შავი და მწვანე შეფერილობისაა, თუმცა მისი სახეობა ჯერ კიდევ უცნობია. პოსტს 7,6 ათასზე მეტი რეაქცია, 2,2 ათასი კომენტარი და 8,5 ათასი გაზიარება აქვს.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ივარაუდა, რომ ფოტოზე შხამიანი გველია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ტაილანდში, ასევე ჩინეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალაიზიასა და ფილიპინებზე.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე გველის შხამმა, თუ მან გაყინული გველის ნაწილი შეჭამა.