„ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი უნდა გადაეხადათ“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ახლობელი

გუშინ, 4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ამოიყვანეს ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის ვინაობა ცნობილია. დაღუპული გიგი ზარანდია იყო, რომელსაც მეუღლე დარჩა. 

გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა და მალე ქორწილი უნდა გადაეხადათ:

„გუშინ, მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, ქალაქში შექმნილ საცობზე დავიწუწუნე, გაუაზრებლად…

დღეს დილას კი ვიგებ, რომ ის ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა.

ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი უნდა გადაეხადათ და ბევრი გეგმა ჰქონდათ ცხოვრებაში!

რით განუგეშო ბავშვო, არც კი ვიცი, ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფეხზე როგორ უნდა დადგე!“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შემთხვევა, 4 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.

Previous post

„გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა, 2 წლის წინ აპარატზე იყო შეერთებული, ძლივს გადარჩა“ – რას ჰყვება ახლო მეგობარი მეტეხის ხიდიდან მდინარეში გადავარდნილ ბიჭზე?

Next post

“ფაშისტი ყ–ქალა, აი ასეთი მეთოდებით, ჩაფურთხებებით და ჩაფსმებით შორს წახვალთ, ფრთხილად, თქვენივე ზიზღში და ფურთხში ჩაიხრჩობით” – როგორ ეხმაურება ნინო ნადირაძე ბარსელონაში დაგეგმილი ანრი ჯოხაძის კონცერტის ჩაშლის ფაქტს? (ვიდეო)

შეიძლება გამოგრჩეთ