„ყველა მძულს და მინდა ყველა დაისაჯოს, ვისაც ბავშვების დახმარება შეეძლოთ და არ დაეხმარნენ. ყველანი ზიზღით გვიყურებდნენ“ – ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპული ტყუპების დედის უმწვავესი განცხადება

ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპული ტყუპების დედა, ქრისტინე ბიაძე გადაცემის ეთერში ტრაგედიას იხსენებს:

„მეუღლეს რომ დავშორდი ზუგდიდში გადავედი, დედაჩემიც იქეთ იყო. მე თვითონ ქობულეთელი ვარ და ბავშვებიც აქ დავკრძალე. მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი. არ შემიძლია კვირაში 3-4 დღე საფლავზე რომ არ მივიდე. ბავშვები უსახსრობის გამო მინდობით აღზრდაში გავუშვი. სულ 5 წელი იყვნენ. შემდეგ იმდენი ვიბრძოლე, რომ დავიბრუნე. ფიზიკური შრომით და წვალებით მოვდივარ. არაფერს არ ვთაკილობდი. სოციალური დახმარება არაფერში არ გვყოფნიდა.

ერთი თეთრით არაფერში არავინ დაგვხმარებია. ყველა მძულს და მინდა ყველა დაისაჯოს, ვისაც ბავშვების დახმარება შეეძლოთ და არ დაეხმარნენ. ყველა ზიზღით მიყურებდა მეც და ჩემს შვილებსაც. რამე თუ მოხდებოდა მუდამ ჩვენ გვბრალდებოდა. როდესაც მივედი და ეს სასტიკი რეალობა დამხვდა, მითხრეს, რისთვის მოხვედი, შენი შვილები ცეცხლში დაიწვნენო“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემაში ქრისტინე ბიაძემ.

როგორც დაღუპული ტყუპების და ამბობს, მეზობლებმა ბავშვების დასახმარებლად არაფერი არ გააკეთეს და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო.

Previous post

34 წლის ლაშა ჯორბენაძემ თავი მოიკლა! მიზეზი სიძის მიერ მისი დის მკვლელობას უკავშირდება – „ორი შვილი მომიკლა სალომეს მკვლელმა, რომელიც ციხიდან 2 თვეში გამოდის…”

Next post

შავ ზღვაში, საქართველოსთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

შეიძლება გამოგრჩეთ