„გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა, 2 წლის წინ აპარატზე იყო შეერთებული, ძლივს გადარჩა“ – რას ჰყვება ახლო მეგობარი მეტეხის ხიდიდან მდინარეში გადავარდნილ ბიჭზე?
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.
ახლობლების ინფორმაციით, ზარანდიას ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე და რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა. მისი მეგობარი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა საჭესთან ყოფნისას გაითიშა.
„ხობში ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და გიგი. ბოლო წლებში თბილისში გადავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, იქ ისწავლა და მუშაობდა. ამ დილას ჩამოვასვენეთ. გიგი 24 წლის იყო, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მეუღლე სამი თვის ორსული მეუღლე ჰყავს.
ორი წლის უკან შეემთხვა ძალიან მძიმე ავარია, ძალიან ცუდად იყო, აპარატზე შეერთებული, შეიძლება ახლა გაითიშა მართვის დროს საჭესთან. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უპატიოსნესი ბიჭი იყო.
თვითმკვლელობას გამოვრიცხავ, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. ოთხი-ხუთი თვის წინ დაოჯახდა, ათ დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. რემონტი ჰქონდათ სახლში დაამთავრეს, სიმამრს ელოდებოდნენ, შაბათს უნდა ჩამოფრენილიყო. გიგის 22 წლის ძმა ჰყავს და პატარები კიდევ გოგო და ბიჭი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. ბებია ემიგრანტი ჰყავს”, – განუცხდა “ამბებს” გარდაცვლილის მეგობარმა.
ambebi.ge