„ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე… 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის?!…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

„გიგი, შენი ოჯახის ნუგეში არავის შეგვიძლია… დაგვამუნჯე და დაგვადუმე გარშემო ყველა… ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე. სამხარაულში იმის იმედით მივედით, რომ იქ შენ არ იქნებოდი, მაინც არ გვინდოდა ამ ფაქტის დაჯერება. ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით შენი გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ სულ ტყუილად… სული მტკივა და ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ელისოს და კუსას დამართე… ბაბუა ქალივით ტიროდა და ედემის ხმა ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში. რატომ ღმერთო, რატომ?? 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის??“ – წერს დაღუპულის ახლობელი.

4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან მანქანა წყალში გადავარდა, რომელსაც გიგი ზარანდიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

მტკვარში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მყვინთავებმა მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეიძლება გამოგრჩეთ