რა უნდოდათ ბავშვებს საბედისწერო ადგილას, სადაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა? – რას ამობენ ადგილობრივები და რა განცხადებას ავრცელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე?
ადგილობრივები ამტიკიცებენ, რომ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მშენებლობის მეორე ეტაპი ისე დაიწყო რომ უსაფრთხოების ზომები არავის:
“2 ბავშვი გამოგვეცალა ხელიდან. აქ რომ მეორე ეტაპი შენდება , უსაფრთხოება არ არის დაცული , არც არასდროს ყოფილა…უნდა მოსულიყვნენ და უსაფრთხოება დაეცვათ, შემოეხაზათ გარე პერიმეტრი და შემდეგ დაეწყოთ მუშობა. ასე არ ყოფილა. ასე, რომ ყოფილიყო და უსაფრთხოება დაეცვა მთავრობას, ჩემი აზრით, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა” – ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
“მაშინ ღობავენ რიჟვაძე რომ მოდის. შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი, წავიდა, ახსნეს ღობე და ვსო და მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ვინ უნდა აგოს პასუხი? ეგენი რომ მოდიან მაშინ არის უსაფრთხოება დაცული, ამაზე გაგვცენ პასუხი” – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ბათუმში, მომხდარ უბედურ შემთხვევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმიანება.
„უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც «ოცნების ქალაქში» დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.
გაიჟღერა ვერსიამ, რომ ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ არის.