22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
ვერძი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს: ერთი უყურადღებო სიტყვა საკმარისი იქნება მასთან სერიოზული ჩხუბისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამონათქვამების გაკონტროლება.
კურო
დღე ხელსაყრელია ნებისმიერი სირთულის საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის – ზოგადი დასუფთავებიდან დაწყებული რემონტით დასრულებული.
ტყუპი
ასევე დაგაინტერესებთ
მარტოხელებს გაქვთ შანსი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. მთავარია, ზედმეტად მაღალი მოთხოვნები არ დაუყენოთ თქვენს მომავალ პარტნიორს.
კირჩხიბი
დღის გეგმაში ყურადღება უნდა მიაქციოთ უმცირეს დეტალებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში წარმატებას ვერ მიიღებთ.
ლომი
მოერიდეთ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულებას ან ერთი საქმიდან მეორეზე გადახტომას. მნიშვნელოვანია დავალების მკაცრი თანმიმდევრობით შესრულება.
ქალწული
იდეალური დღეა შოპინგისთვის: ნივთები, რომლებსაც დღეს შეიძენთ, იქნება უმაღლესი ხარისხის, გახდება ფავორიტი და დიდხანს გაძლებს, ასე რომ შეგიძლიათ წახვიდეთ საყიდლებზე.
სასწორი
პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ სიზმარში: დიდი ალბათობით, ის წინასწარმეტყველურია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დამახსოვრება და ყურადღებით გაანალიზება.
მორიელი
ნებისმიერი კომენტარი, რომელსაც დღეს მოისმენთ გარშემო მყოფებისგან – განსაკუთრებით ახლობლებისგან – საფუძვლიანი იქნება, ამიტომ ნუ დააიგნორებთ მათ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.
მშვილდოსანი
არ უნდა იყოთ აგრესიული გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, იქნება ეს მეზობლები თუ ოჯახის წევრები – შედეგი შეიძლება იყოს სერიოზული კონფლიქტი. ამიტომ ფრთხილად იყავით.
თხის რქა
ყველა საქმე გადადეთ და დაისვენეთ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად: პირველ შემთხვევაში, შეგიძლია თეატრში წახვიდეთ, ან – მეგობრებთან.
მერწყული
როდესაც გადაწყვეტთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, როგორიცაა ახალი სამუშაოს დაწყება ან ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა, წარმოიდგინეთ თქვენი სურვილი: თქვენ უნდა ნახოთ, რისი მიღება გსურთ შედეგად.
თევზები
მეგობრებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ: ეცადეთ არ გააკრიტიკოთ ისინი, თუნდაც იმსახურებდნენ უარყოფით კომენტარებს და ხუმრობებს, რამაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს მათ.