“დიდი ტრაგედია დატრიალდა, რასაც მისი უფროსი შვილი შეესწრო… ნანოს სამი შვილი დარჩა…”- ქალი მატარებელმა გაიტანა
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როცა ლიანდაგებზე გადადიოდა.
გარდაცვლილი ნანო ცხადაიაა. ის წარმოშობით სენაკიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა.
“დიდი ტრაგედია დატრიალდა. ნანოს სამი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიას მისი უფროსი შვილი შეესწრო” – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ambebi.ge