დედამ, სავარაუდოდ, 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაახრჩო და წერილი დატოვა – მას ბრალი უკვე წაუყენეს (უცხოეთი)

აშშ-ში, დედას ბრალად ედება თავისი ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა. შემთხვევა ტენესის შტატში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ჯესიკა ჩენდლერს ბრალი ედება პირველი ხარისხის მკვლელობისა და ბავშვზე ძალადობისთვის.

სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ორი ბავშვი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. გამომძიებლები თავდაპირველად, გაკვეთამდე ეჭვობდნენ, რომ ბავშვები მოწამლულები იყვნენ, თუმცა გაკვეთამ შემდეგ სხვა შედეგები აჩვენა.

ორივე ბავშვი მამამ უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ამასთან, პოლიციამ აღმოაჩინა ჩანაწერები, რომელიც სავარაუდოდ, მიუთითებდა, რომ ქალმა მოკლა თავისი შვილები და შემდეგ გეგმავდა თვითმკვლელობას.

ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მრავალი მიზეზი იყო მოყვანილი მკვლელობისთვის, მათ შორის ის, რომ მან ვერ შეძლო შვილების დაცვა.

Previous post

“შორენიჩ…ქვაბი დევს ლოგინზე…” – ბიკინებში გამოწყობილმა ევა ბარბაქაძის ფოტომ ინსტაგრამის ყველა რეკორდი მოხსნა

Next post

ახალგაზრდა მაშველი მოულოდნელად დაიღუპა – რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

შეიძლება გამოგრჩეთ