ახლახან 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

 იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხის გამო, ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სანაპირო ზონებში ყოფნისგან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა მიაძაკის პრეფექტურაში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ასევე, კუნძულ კიუსიუსა და ახლომდებარე კოტის პრეფექტურაში. 

„უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო ქალაქ კოჩიში ევაკუაცია გამოცხადდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

მოგვიანებით, ადგილობრივმა ტელევიზიამ NHK TV გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრიდან ნახევარ საათში, ცუნამი ხმელეთზე გადავიდა. 

არსებული ცნობით, წყლის დონემ მოიმატა მიაძაკის პორტში. 

Previous post

ვინ არის დაკავებული, რომელმაც სასტუმროში თეფში ისროლა – აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები

Next post

„მშობლებს ეძინათ…“ – ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – საოცარი შემთხვევის დეტალები

შეიძლება გამოგრჩეთ