“საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა…” – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებზე საუბრობს

ცოტა ხსნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მასა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტებს, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე­სა და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შო­რის.

  • ცნო­ბის­თვის, 12 იან­ვარს ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სა­დაც წერ­და, რომ აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პოსტს თან ერ­თო­და ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც. სა­პა­სუ­ხოდ, ზარ­ქუ­ა­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც წერ­და:

“მოკ­ლედ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ სა­ე­მი­რო­ებ­ში მო­რი­გი გა­დედ­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი აქ­ტი­ვის­ტი გა­დაგ­ვე­ყა­რა აქ, უფრო სწო­რედ “გა­ი­ჩა­ლი­ჩა”, ასე უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამის თქმა”.

დღეს, 13 იან­ვარს კი ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა მო­რი­გი ვი­დეო კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა აბუ-და­ბი­დან, სა­დაც უკვე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩანს.

ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა:

“სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვე­დი, ამათ ეგო­ნათ, რომ შე­მე­შინ­დე­ბო­და. სას­ტუმ­რო­ში მარ­ტო ვარ ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ვი­ჯე­ქი ჩემ­თვის და ზარ­ქუ­ამ, ალ­ბათ რაც გუ­შინ მი­ი­ღო, რუ­სუ­ლი ღა­ლა­ტის­თვის, პირ­და­პირ პირ­ში რომ ვე­ძა­ხე, ვერ მო­ით­მი­ნა. სა­კა­ლათ­ბურ­თო მთელ­მა სფე­რომ სა­ნი­კი­ძეს ისე დას­ცი­ნა, რომ ყვე­ლამ აიგ­დო, გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი და გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყ­ვნენ. მომ­ვარ­დნენ, მაგ­რამ რა ვიცი, მა­გას ხომ ვე­ლო­დი, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია?! პა­ტა­რა კა­ცე­ბის ამ­ბა­ვია.

  • არა­ვის არაფ­რის არ გვე­ში­ნია, პრო­ცე­დუ­რებს მივ­ყვე­ბი მშვი­დად, არც ვნერ­ვი­უ­ლობ და არც არა­ფე­რი დამ­შა­ვე­ბია. ეს არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ამათ მი­ნი­მუმ ერთი დღე, კონ­ცერ­ტზე გარ­თო­ბის დღე მთელ ოჯა­ხებს ჩა­უ­შა­ლეს. მომ­ვარ­დნენ, სა­უზ­მის დროს, მშვი­დად როცა ვი­ჯე­ქი. შე­დე­გებს მი­ი­ღე­ბენ, რისი უნდა მე­ში­ნო­დეს?! ან დარ­ტყმის, ან ცე­მის? ქვე­ყა­ნას გვარ­თმე­ვენ და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ის ხალ­ხი ვინც და­ჭე­რი­ლია, ისი­ნი ჩვენს მა­გივ­რად სხე­დან და მე გა­რეთ ვარ და ამ ქვე­ყა­ნას ხომ მეც არ და­ვუთ­მობ. ის ხალ­ხი ვინც ცი­ხე­ში ზის, ისი­ნიც არ უთ­მო­ბენ. ის ხალ­ხი შერ­ჩე­ვით და­ი­ჭი­რეს, სხვა მეტი არა­ფე­რი. მე რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ მე მანდ არ აღ­მოვ­ჩნდე­ბი.

ესე­ნი იმუქ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოხ­ვალ, მერე იქ ნა­ხეო. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ, რა პრობ­ლე­მაა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ცხოვ­რებ. ამათ მალე ბოლო მო­ე­ღე­ბათ. ეს ხომ ბოლო ეტა­პია, პი­კია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, გამ­წა­რე­ბუ­ლი “ოც­ნე­ბაა”, რო­მელ­საც უკვე აღა­რა­ფე­რი აღარ შე­უძ­ლია და ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თე­ბენ. სა­ნი­კი­ძე, ზარ­ქუა და კი­დევ ვი­ღა­ცე­ბი, არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ, მომ­ვარ­დნენ.

ძა­ლი­ან მშვი­დად, წყნა­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ჩვენ ვი­თხოვთ ორ რა­მეს, ახალ არ­ჩევ­ნებს და პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე…

Previous post

(ვიდეო) დაუნდობელი ჩხუბი ვიქტორ სანიკიძეს, ირაკლი ზარქუასა და ლაშა გაბიტაშვილს შორის – მძიმე დაპირისპირების კადრები აბუ-დაბიდან

Next post

“შორენიჩ…ქვაბი დევს ლოგინზე…” – ბიკინებში გამოწყობილმა ევა ბარბაქაძის ფოტომ ინსტაგრამის ყველა რეკორდი მოხსნა

შეიძლება გამოგრჩეთ