„მიმტანებს და მზარეულებს მოუწოდებენ: “კერძში ჩაუფურთხეთ მათ, ვინც ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს არ იაზიარებსო…“” – “მასტერი” სკანდალურ წერილს აქვეყნებს
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების გახლეჩას ეხება:
“ზოგი რა დონეზე დაეცა, რომ მიმტანებს და მზარეულებს მოუწოდებენ, კერძში ჩაუფურთხეთ მათ, ვინც ჩვენს პოლუტიკურ შეხედულებებს არ იაზიარებსო… ანუ? ვერ ხვდებიან რომ ეს დიდი დარტყმაა თუნდაც თავად იმ რესტორნებისთვის, რომლებიც მათ მხარეს დგანან? ვფლობდი მეც საკვებ ობიექტს და ყველაზე ძვირფასს ვფიცავ მსგავსი აზრი თავში არასდროს გამივლია…
საინტერესოა რა განვითარება უნდა ჰქონდეს ასეთ ბინძურ კამპანიას? მეორე მხარეც უნდა აჰყვეს და რომელ მხარესაც მეტი საკვები ობიექტია ყველა სტუმარს ასე უნდა “მოემსახურონ”? ნეიტრალური ხალხი თითქმის არ არიან საზოგადოებაში და გამოდის რომ ყველას რომელიღაცა მხარემ უნდა ჩაუფურთხოს კერძში? ამ დონეზე უნდა დავიდეს ეს ბრძოლა?
შემდეგი ლეველი რა იქნება? ქირურგებს მოუწოდებენ ალბათ, რომ ოპერაციის დროს შიგნით ლანცეტი ჩაუტოვონ? თუ საპირისპირო მოქმედების წამლები გამოუწერონ?
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ალბათ ხვდება, რომ ეს არის მარაზმი… უამრავ მზარეულს ვიცნობ და მჯერა, რომ მსგავს მდაბიო საქციელს, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ აკადრებს!
ღმერთო შენ დაგვიფარე არაადამიანებისგან”, – დაწერა მასტერმა.