ვინ არის დაკავებული, რომელმაც სასტუმროში თეფში ისროლა – აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები
აბუდაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს მოქალაქესთან დაპირისპირება მოუვიდათ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ სასტუმროს სასადილოში მომხდარი ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს თეფში ისროლა, რომელიც ოფიციანტს მოხვდა. აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა, ხოლო ირაკლი ზარქუა, არსებული ცნობით, დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„დაკავებულია გიორგი გოგოლაძე.
ესაა ის ნაძირალა, რომელმაც დუბაიში, სასტუმროში თეფში ისროლა. ზარქუა ამ წუთებშიც დაკითხვაზეა პოლოციაში“, – წერენ სოციალურ ქსელში.