„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ არ დანებდებოდი…“ – ახლობლები სენაკში მომხდარ ტრაგედიაზე

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 27 წლის სოფო დარსალიაა. ის 4 თვის ორსული იყო. 

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც სოფო დარსალია თავად მართავდა, გზიდან გადავარდა. ახალგაზრდა ქალს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ არ დანებდებოდი!! ბოლო წამამდე მეგონა რომ შენი გული გაუძლებდა! ღმერთო რა საშინელი, შეგრძნება შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, ისევ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი, როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი“

„რა უსამართლოა ცხოვრება, ვერ ვიჯერებ სოფო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული“

„ენით აღუწერელი ტრაგედია… ყველა სიტყვა უძლურია,“ – წერენ სოც ქსელში.

შეიძლება გამოგრჩეთ