ყველანაირი რეკორდი მოიხსნა და რაც მთავარია … – გია ბაღაშვილი ბრწყინვალე ინფორმაციას ავრცელებს

გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

გუშინ “იუმორინა 2025”-ის სატელევიზიო პრემიერა შედგა. არნახული რეიტინგი დაფიქსირდა! ყველანაირი რეკორდი მოხსნა წლევანდელმა კონცერტმა, მათ შორის სატელევიზიო მეგა-შოუების!

მთელი გულით ვულოცავ “იუმორინას” დიდი ოჯახის თითოეულ წევრს ამ უპრეცენდენტო შედეგსა და შემოქმედებით გამარჯვებას! მადლობა ყველას, თავდაუზოგავი, მრავალთვიანი შრომისთვის, მეგობრობისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!

რაც მთავრია, უღრმესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს! 25 წლის თავზე თქვენი ასეთი ყურადღება, თანადგომა და თანამოაზრეობა უდიდესი ჯილდო და დაფასებაა თითოეული ჩვენგანისთვის! 

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! 

Previous post

„ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს… რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის „ვაი“ იქნებოდა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

Next post

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ? – ვალუტის კურსი კვლავ შეიცვალა

შეიძლება გამოგრჩეთ