”ავარია იმიტომ მოუვიდა რომ…” – ნახეთ რას ამბობენ ახლობლები მტკვარში დაღუპულ ბიჭზე
გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია 27 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა.
ახლობლების ინფორმაციით, ზარანდიას ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე და რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა
მისი მეგობარი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა საჭესთან ყოფნისას გაითიშა.
„ტრაგედია ტრიალებს. ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა. არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი. ცოლი და შვილი დარჩა” – ჰყვებიან მასზე ახლობლები.