რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და,3 მარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს და მუ­სი­კოს დათა (ტორ­ნა­დო) გა­ბუ­ნი­ას ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად და სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი, მიშა მეს­ხი და­ეს­ხა თავს, რაც თა­ვად მეს­ხმაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით “ფე­ის­ბუქ­ზე” და­ა­დას­ტუ­რა.

შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ში ის­მის, რო­გორ უს­ვამს კი­თხვას თავ­დამ­სხმე­ლი გა­ბუ­ნი­ას მის საპ­რო­ტეს­ტო სიმ­ღე­რა­ზე “ოლე, ოლა”, შემ­დეგ კი ხელს ურტყამს და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს.

Ambebi.ge დი­ლი­დან ცდი­ლობ­და, კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბას. საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, რად­გან, რო­გორც ირ­კვე­ვა, მხა­რე­ე­ბი იმ ღა­მეს­ვე მო­რიგ­დნენ. მიშა მეს­ხის თქმით, ისი­ნი პატ­რულ­მა შე­ა­რი­გა…

მიშა მეს­ხი:

– რა­ტომ უნდა ვიყო და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა პატ­რულ­მა შეგ­ვა­რი­გა? და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გვაქვს.

– შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­რიგ­დით?

– დიახ, არც გა­ბუ­ნი­ას ჰქონ­და პრე­ტენ­ზია და არც – მე. ეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შსს-ში, გა­და­ღე­ბუ­ლიც არის, გა­ბუ­ნი­ას ხე­ლიც აქვს მო­წე­რი­ლი. რა­ტომ ავ­რცე­ლე­ბენ ამას ისე, რო­გორც უნ­დათ, არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, ქარ­თუ­ლად, ჯიგ­რუ­ლად, კა­ცუ­რად თუ ადა­მი­ა­ნუ­რად, გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და. შემ­დეგ რაც ამას მოჰ­ყვა, ძა­ლი­ან ცუ­დია, მე არ ვამ­ბობ, რომ კარ­გია, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ნერ­ვე­ბი.

– მიშა, შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ რო­გორ და­ი­წყო თქვენს შო­რის კონ­ფლიქ­ტი?

– რეს­ტო­რან “სტე­ლა­ში“ ვი­ყა­ვით, მე, ჩემი მე­უღ­ლე, მისი ორი მე­გო­ბა­რი და ჩემი მე­გო­ბა­რი. ასე­ვე ერთი ბიჭი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დოლ­ზე უკ­რავს და ჩვენ­თან ერ­თად შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე. იქვე მა­გი­დას­თან და­ვი­ნახე დათა გა­ბუ­ნია. ექ­ვსნი იყ­ვნენ და ერთი გო­გო­ნა ახ­ლდათ. გა­ბუ­ნია იგი­ნე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო, შემ­დეგ ეცა­და თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რით “ოლე ოლა­თი“ მა­ინც გა­მო­ვეყ­ვა­ნე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამ დროს უკვე რეს­ტორ­ნი­დან და და­ი­წყო ჩვენს შო­რის ჩხუ­ბი, გა­წე­ვა-გა­მო­წე­ვა, იმა­თაც მო­იქ­ნი­ეს ხელი და ჩვენც.

შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ორი­ვე მხა­რე გა­მოგ­ვკი­თხეს. გა­ბუ­ნი­ას უნ­დო­და ჩემ­გან ბო­დი­ში მი­ე­ღო, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღო, თუმ­ცა იმ ზო­მამ­დე მი­ვე­დით, რომ შევ­რი­გე­ბუ­ლი­ყა­ვით და ეს საქ­მე მშვი­დად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. ორი­ვემ ვთქვით, რომ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გვაქვს.

– ქარ­თულ-ჯიგ­რულ პონ­ტში შე­რიგ­დით?

– მე არ ვარ ბოღ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მი­ღია, არა­მარ­ტო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. ბევრთან დღეს ვმე­გობ­რობ, არ ჩამ­რჩე­ნია გულ­ში. ქარ­თვე­ლე­ბი ცო­ტა­ნი ვართ და ჯო­ბია ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. არ ვარ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ მეც ჩემი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მაჩ­ნია. ვი­ღა­ცებს უნ­დათ, რომ თე­მე­ბი აწი­ონ, მაგ­რამ გა­ბუ­ნი­ას არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია. მა­ნაც გა­აგ­რძე­ლა გვერ­დზე ქე­ი­ფი და მეც ცოტა ხანს დავ­რჩი.

– მიშა, ახლა თუ ხართ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი რა­ი­მე სა­ხით?

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­არ­სე­ბის დღი­დან ვარ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ბორდში, მათი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ვი­ყა­ვი, ეს გუნ­დი ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია, მარ­ტო პარ­ტია არ არის.

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ შემ­დე­გი მსა­ხი­ო­ბი ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მა­საც ემუქ­რე­ბი­ან.

– ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ეს და­გეგ­მი­ლი იყო. თუ ვინ­მეს რამე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, დე­ტა­ლუ­რად მო­ვუყ­ვე­ბი რო­მე­ლი სა­ა­თი­დან დავ­ჯე­ქი რეს­ტო­რან­ში, შემ­დეგ რო­გორ მოვ­ხვდი შარ­დენ­ზე, კა­რა­ო­კე­ში და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ჩა­ვე­დი “სტე­ლა­ში”, სა­დაც დაგ­ვხვდნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. არა­ვის­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბას არ ვგეგ­მავ, იმ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მი­ღია, სულ ვცდი­ლობ რა­ღა­ცე­ბი გა­ვა­ტა­რო. არ ვარ კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩის ელე­მენ­ტე­ბით. რო­დე­საც გა­ბუ­ნია გა­დი­ო­და და შე­ი­გი­ნა, მე ვთქვი, ვინც ჩვენ შეგ­ვა­გი­ნა იმის დედა-თქო. იმ მა­გი­დი­დან მხო­ლოდ გოგო მოტ­რი­ალ­და და იკი­თხა ვის აგი­ნებ­თო. ექ­ვსი­ვე გა­ვი­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მათი მა­გი­დი­დან მხო­ლოდ გო­გომ ვერ აი­ტა­ნა.

– მიშა, პი­როვ­ნუ­ლად თქვენ გა­გი­ნებ­დათ?

– რა თქმა უნდა, აბა, ვის აგი­ნებ­დნენ, მიშა მეს­ხის დე­დაო არ უთ­ქვამს, მაგ­რამ ისეთ რა­ღა­ცებს ეხე­ბოდ­ნენ, რომ ჩემი მი­სა­მარ­თით იყო.

  • მუ­სი­კო­სი დათა გა­ბუ­ნია ჩვენ­თან კო­მენ­ტარ­ში ამ­ბობს, რომ მიშა მეს­ხმა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

“ბო­დი­შებს მიხ­დი­და ბო­ლოს. “ქოცი” ვარო იძახ­და ბო­ლოს მა­ინც და “ქო­ცე­ბის” დედა მო­ე­კი­თხა იქვე, პატ­რუ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ეგრე დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი”.

წყარო: ambebi.ge

შეიძლება გამოგრჩეთ