ცოტა ხნის წინ მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა – მძღოლი ჯებირს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა (ფოტო)
მტკვარში ავტომობილი გადავარდა. სავარაუდოდ, მსუბუქო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
