„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, არ ვიცი რატომ ავრცელებენ ამას, ეს ტყუილია“ – რას ჰყვება ახლობელი საბერიოს ტრაგედიაზე და ოჯახის წევრებზე

გალში, საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი 9 იანვარს დაკრძალეს. გოგონები უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. 

ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

როგორც “ამბებს” ოჯახის ახლობელმა უთხრა, ჭოლარიები ზუგდიდში ცხოვრობდნენ და საბერიოში ბებიასთან არდადეგების დაწყებამდე ჩავიდნენ. ბავშვები ზუგდიდის სკოლასა და ბაღში დადიოდნენ. 

“ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა. ორი უფროსი გოგონა სკოლაში იქ დადიოდა, ორი უმცროსი კი – ბაღში, სულ პატარა თვეების იყო. საბერიოშიც იყო მათი სახლი. არდადეგებამდე წავიდა ვიტალი ოჯახით, მამის საფლავზე რაღაც ჰქონდა მოსაწესრიგებელი, თან საახალწლოდ მოვემზადებიო, იქაურობად დავასუფთავებო. შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა. ხის სახლია, ამიტომ სწრაფად მოედო ცეცხლი. უკვე გამოწერეს ბებია. ამ დრომდე კლინიკაში იყო დამწვრობის გამო.

უნდა ვთქვა, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს გოგონების დედა ორსულადაა. არ ვიცი რატომ ავრცელებენ ამას, ეს ტყუილია.

ყველამ ნახა კადრები, მტრედები ვიტალის თავზე, ეს მტრედები დღესაც იმ ოჯახში არიან, სადაც ბავშვების ცხედრები იყო დასვენებული, როგორც კი ვიტალის დაინახავენ ჩამოფრინდებიან სახურავიდან და ვიტალის გარშემო ტრიალებენ” – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ambebi.ge

Previous post

(ვიდეო) „დედა გაოცებულია მტრედების საქციელით და მათ თბილად ეუბნება…” – საბერიოდან, სადაც 5 ბავშვი ხანძარმა იმსხვერპლა, ემოციური ვიდეო ვრცელდება

Next post

„ოჯახს მანამდე პატარა ბიჭიც დაეღუპა … როგორც ეღვიძება, ბავშვების მიყვანას ითხოვს, მერე კივილს იწყებს …“ – საბერიოში გაუბედურებულ ოჯახზე უმძიმესი რამ გახდა ცნობილი

შეიძლება გამოგრჩეთ