როგორც ჩანს “იმედიდან” ახლახან წამოსული დუტა სხირტლაძე საპროტესტო მოძრაობას ლიდერობას უმიზნებს – რას აცხადებს შოუმენი
ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ… კიდევ დაიჭირეს ერთი კოლეგა, არ ჩერდება ეს ყველაფერი და არ გავჩერდებით არასდროს, – აღნიშნულის შესახებ დუტა სხირტლაძემ მსახიობების მარშზე განაცხადა.
მისი თქმით, მიზანი ორია, ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება.
„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ…ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებულების, მათ შორის ჩვენი კოლეგების გათავისუფლება. კიდევ დაიჭირეს ერთი კოლეგა, არ ჩერდება ეს ყველაფერი და არ გავჩერდებით არასდროს“, – ამბობს დუტა სხირტლაძე.