მეხუთე კლასის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა, მამა გადარჩა ბავშვი კი დაიღუპა! – ვინ არის გარდაცვლილი მოზარდი და რა ინფორმაცია გავრცელდა უმძიმესი ტრაგედიის შესახებ?

თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, მიშიკო ამანათაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

როგორც ” გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

“საშინელი ტრაგედიაა. მიშიკო ავარიაში მამასთან ერთად მოხდა და დაიღუპა, მამა კი გადარჩა”, – ამბობს წყარო.

შეიძლება გამოგრჩეთ