“ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს”- გიორგი გახარია თავდასხმის შემდეგ – რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ფოტო, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ფო­ტოს თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხა­ილ რო­თიც.

“ბა­თუმ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­ტი­კი თავ­დას­ხმით ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ. და­ნა­შა­უ­ლის სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვის შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯას მო­ვი­თხოვ. რე­ჟიმ­მა კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბი უნდა და­იც­ვას და მათ არ უნდა და­ე­მუქ­როს. გი­ორ­გის სწრაფ და სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ“, – წერს მი­ხა­ილ როთი.

  • “გა­ხა­რია – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო “შე­რა­ტონ­ში” მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს.

გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­და.

Previous post

ახლახან ავარიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა – საშინელი ტრაგედიის დეტალები

Next post

ტრიალერი გადაბრუნდა და მანქანებს დაეცა, დაღუპულია 4 ადამიანი! – ცოტა ხნის წინ ცენტრალურ გზაზე საშინელება დატრიალდა

შეიძლება გამოგრჩეთ