ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
ბარბარამ ბევრი შრომის შედეგად საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი ახალ სიმღერას გაგვიზიარებს:
„ელოდებით ჩემს ახალ სიმღერას? უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა მეშინია. იმედია ყველას გულს მოიგებს, მთავარი როლი თქვენ გაქვთ. თქვენ უნდა დამეხმაროთ მაქსიმალურად გავრცელებაში!“, – წერს ბარბარა სამხარაძე.