„ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა! რა საშინელი შეგრძნებაა შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ავარიაში დაღუპულ ფეხმძიმე ქალზე?
სენაკში მძიმე ავარიას 27 წლის ფეხმძიმე გოგო ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-შხეფის გზაზე მოხდა. მანქანა, რომელსაც ორსული სოფო დარსალია მართავდა, გზიდან გადავარდა.
„სოფო რამდენიმე თვის ორსული იყო. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა», – ამბობს ოჯახის ახლობელი.
„შენნაირი ახალგაზრდა არ უნდა ტოვებდეს ამ წუთისოფელს. სოფო, ეს რა გავიგე, ნუთუ აღარ იქნები ჩვენთან… ნეტავ, ეს არ გამეგო…».
„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ არ დანებდებოდი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა! ღმერთო, რა საშინელი შეგრძნებაა შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, სულ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი, როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. სოფო დარსალიას 2 შვილი დარჩა.