მოხუცთა სახლის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა – სად მოხდა შემთხვევა? დეტალები
აშშ-ს პენსილვანიის შტატში, ლანკასტერის საგრაფოში შუა დღის საათებში მოხუცთა სახლის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ძლიერი ხანძარი და რამდენიმე ავტომობილის აალება მოყვა.
ლანკასტერის პოლიციის ბიუროს ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. CNN-ის ცნობით, პოლიციას ამ დროისთვის დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა CNN-ის პარტნიორი WGAL იტყობინება, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაა.
პარკინგი, სადაც თვითმფრინავი დაეცა, Lancaster Airport-იდან მხოლოდ ორ ქუჩაში მდებარეობს და მოხუცებულთა თავშესაფარს, Fairview Meadows-ს ემსახურება.
Lancaster Airport-ის საჯარო ჩანაწერების მიხედვით, Southern Airways Express-ის სამგზავრო თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო აეროპორტში 14:14 საათზე. ის კვირას, ვირჯინიაში მდებარე Dulles International Airport-იდან აფრინდა.