სროლა ბელიაშვილის ქუჩაზე – “ბრმა ტყვია” საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, ტყვიები კი იქვე მდგარ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ფანჯარას მოხვდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

Previous post

შემზარავი დანაშაული: 50 წლის კაცი დებზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა – 14 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა

Next post

აზარტული თამაშების გამო, მამამ 11 თვის ჩვილი Facebook-ზე გაყიდა – კაცი პოლიციამ დააკავა

შეიძლება გამოგრჩეთ