დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და გამომძიებელს შორის: “-მწყევლით? -თქვენ ხომ ამბობთ, რომ სიმართლეს ამბობთ, რატომ არის წყევლა?!” – video

“მატყუარა მოწმე პოლიციელი. დანარჩენი ვიდეოში” – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი მინდაძის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა. 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე, კერძოდ გდდ-ს თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან.

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.

სოფიკო ლოლაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და „პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“. სოფიკო ლოლაძის თქმით, პოლიციელმა შედეგად ფეხი დაიზიანა, შემთხვევა კი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოწმე სოფიკო ლოლაძე ჰკითხა, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან „ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.

„გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება.

გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, – განაცხადა სოფიკო ლოლაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის დედა, ნანი წულაია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა შსს-ს გამომძიებელმა, სოფიკო ლოლაძემ სასამართლოს სხდომაზე მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მისი შვილი გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე მივიდა პოლიციაში. ნანი წულაიას თქმით, მისი შვილი პოლიციელებმა სინამდვილეში მაშინ დააკავეს, როდესაც ახლობელთან სტუმრად იყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

Previous post

“მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი დარ­ჩა”- ახლახან უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

Next post

„ექი­მი რომ გა­ვი­და, 3 წუთ­ში ბავ­შვმა თვა­ლე­ბი გა­და­ატ­რი­ა­ლა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და“ – რა გახდა 5 წლის ავთოს უცაბედი გარდაცვალების მიზეზი?

შეიძლება გამოგრჩეთ