“ღმერთო ყოვლის შემძლე…” – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, უკვე ერთი თვეა შვილს, ალექსანდრე მიქელაძეს სულმოუთქმელად ელოდება. მას ყველაზე მეტად შვილის ჩახუტება ენატრება.
ნათია სოციალურ ქსელში ალექსანდრეს მიმართავს:
“ნეტა იცოდე როგორც მჭირდები… ღმერთო ყოვლის შემძლე, დამიბრუნე გთხოვ”,-წერს ნათია.
შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.