„ჩემი, ურწმუნო ადამიანის ქედმოხრილი მადლობა მამა შალვას… რომ მოვიდა, ვუთხარი – ნეტა იცოდეთ, რამდენჯერ გამიკრიტიკებიხართ-მეთქი. ვიციო, მაგას რა მნიშვნელობა აქვსო“ – ზედოზირებით გარდაცვლილი ექიმის დედა ემოციურ შეხვედრაზე ჰყვება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლია. ახალ­გაზ­რდა  14 თე­ბერ­ვალს დაკ­რძა­ლეს. შვილმკვდა­რი დედა ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მამა შალვა კეკელიას განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

„ჩვენი ოჯახიდან გიორგი ერთადერთი მორწმუნე იყო. არც ერთი შვილი არ მომინათლავს, გიორგიმ თავად მოინდომა მონათვლა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უნდოდა ეკლესიასთან ახლოს ყოფილიყო. ბოლო წერილი ვნახე, რომელიც მოძღვარს მისწერა (მოძღვრის სახელს არ დავასახელებ)  და უთხრა, რომ ძალიან მინდა ღმერთთან ახლოს ვიყოო. ეკლესიურად არ მიცხოვრიაო და დამეხმარეთო. 

გიორგი როდესაც გარდაიცვალა, მე, ადამიანი, რომელიც არანაირ მნიშვნელობას არ ვაძლევ წესის აგებას, უბრალოდ, გიორგის სურვილის ასრულება მინდოდა. ამიტომ მამა იოანეს დავურეკე და ვთხოვე, დამეხმარეთ-თქო. თურმე, მე, შვილმკვდარი დედა, ვიღაც ქორპისკოპოს უნდა ვეახლო და ვთხოვო ნება დამრთოს, რომ ჩემს შვილს წესი აუგონ. მე ასეთი რამ არ მესმის, ღმერთი ალბათ თვითონ მიდის გაუბედურებულ ადამიანთან.

მყავს ახალი მეგობარი, რომელსაც სულით და გულით მეხმარება ამ გაჭირვების ჟამს. ჩემმა ნინო ცირეკიძემ დაურეკა მამა შალვა კეკელიას – 15 წუთში მანდ ვიქნებიო, ადამიანს გადარჩენა უნდოდა და მაგაზე უარს როგორ ვეტყვიო. მამა შალვა რომ მოვიდა, მე ვუთხარი – ნეტა იცოდეთ, რამდენჯერ გამიკრიტიკებიხართ-მეთქი. ვიციო, მითხრა. მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, ახლა გიორგის სულია გადასარჩენიო. თავის ეკლესიაშიც გადაიყვანა. ბოლო დღეს იქ დავასვენეთ.

არ ვამბობ, რომ ამის შემდეგ უდიდესი მორწმუნე გავხდი, მაგრამ უდიდესი პატივისცემა მაქვს ამ ადამიანის მიმართ – გიორგის სურვილი ასრულდაო, თქვენს თვალებში ცოტა შვება დავინახეო. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი პატივია. საქვეყნოდ მინდა, უდიდესი მადლობა მამა შალვას, რომელიც არც სინოდის გადაწყვეტილებას დაელოდა, რომელიც მერე კი დადებითი მოვიდა. ისე მოეფერა ჩემს შვილს. მინდა, დღეს უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მისდამი. მინდა მას უდიდესი მადლობა ვუთხრა. მამა შალვა, დიდი, დიდი მადლობა თქვენ”, – ამბობს ვიდეომიმართვაში შვილმკვდარი დედა. 

Previous post

ბათუმში დაკარგულ ბიჭის დედაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

Next post

“თუ ვინმე იცნობს ამ უნამუსო კაცს, გთხოვთ, დროულად დამიკავშირდით” – ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რუსთავიდან

შეიძლება გამოგრჩეთ