17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღემ შეიძლება ნამდვილი გამოცდა მოგიწყოთ. გრძნობთ, რომ დაძაბულობა იზრდება და სრულიად მარტივი გარემოებები რთულდება. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ისინი გრძელვადიან გეგმებს ეხება. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება საღი აზრი დაჩრდილოს. შესაძლოა, ახლობლებთან მცირე გაუგებრობა მოხდეს. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, მით უმეტეს, თუ სიტუაცია არც ისეთი ნათელია, როგორც თქვენ გსურთ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.

კურო

საკმაოდ რთული დღეა. ვარსკვლავები ბიზნესში შესაძლო სირთულეების შესახებ გაფრთხილებენ. შეიძლება ისეთ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რომელიც დიდ შანსს ჰგავს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება. ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ახლა ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნება კი არა, არამედ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ.

რჩევა: პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეჩერდით და გარშემო მიმოიხედეთ. ზოგჯერ მხოლოდ ლოდინის ნიჭი გვეხმარება ზედმეტი შეცდომები თავიდან ავიცილოთ.

ტყუპები

მოზღვავებული ემოციების კონტროლი გიჭირთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება რთულ სიტუაციას შეეჯახოთ, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ მოთმინებასა და თვითკონტროლს მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მიჰყვეთ. განსაკუთრებით მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას.

რჩევა: ნუ ეცდებით მოვლენების მიმდინარეობაზე ზედმეტად გავლენა მოახდინოთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით.

კირჩხიბი

ბოლო დროს ხშირად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. ეჭვები და გაურკვევლობა გიპყრობთ, განსაკუთრებით — პროფესიულ სფეროში. გაითვალისწინეთ, რომ დღეს არ არის საუკეთესო დღე გრძელვადიანი ინვესტიციების ან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დასადებად — ემოციები გონიერებას სჭარბობს და ამან შეიძლება, სიტუაციის სწორად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და უმნიშვნელო წვრილმანის გამო გული არ ატკინოთ.

რჩევა: ეს დღე შესაფერისია შინაგანი განწმენდისთვის. ყველაზე კარგი, რაც ამ დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, დაისვენეთ და საკუთარ თავზე იზრუნეთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებისას ფრთხილად იყოთ, რადგან ემოციებმა შეიძლება გონება დაგიბინდოთ. თუ საქმიანი შეხვედრა ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით, უმჯობესია უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადოთ — ამ დღეს შედეგი მოლოდინს გაგიცრუებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ან შემოქმედებითი სამუშაო შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ზოგჯერ წარმატების მისაღწევად აქტიურობა უნდა შეანელოთ და მოვლენებს გვერდიდან შეხედოთ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ ნებისმიერ საქმეს, რომელმაც შეიძლება მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს.

რჩევა: შეეგუეთ, რომ სიტუაციას ყოველთვის ვერ გააკონტროლებ. უმჯობესია ამ დღეს დაისვენოთ და ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ. საქმე, რომელიც სამსახურში გუნდურ მუშაობას მოითხოვს, შეიძლება შეფერხდეს. ეცადეთ, დრო გამონახოთ მიმდინარე საქმეების შესასწავლად. ნუ აჩქარდებით, ცოტა დაიცადეთ, რომ სიტუაციას ყველა მხრიდან შეხედოთ.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას საყვარელი ადამიანების აზრიც უნდა გაითვალისწინოთ.

მორიელი

ორშაბათი მორიელს რთულ გამოცდას უმზადებს. შესაძლოა, ძველი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწიოთ. ეს როგორც სამუშაო, ასევე პირად ურთიერთობებს ეხება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად ან ვალდებულებების ასაღებად, რაც სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს.

რჩევა: დღეს უმჯობესია ახლოს იყოთ მათთან, ვისაც თქვენი ესმის. გულწრფელი საუბარი გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს საქმე მშვიდად და აუჩქარებლად უნდა აკეთოთ და გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ – რთულ ვითარებაში გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
სადაც აუცილებელია, პრინციპული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ ყოველთვის გრძნობთ, როდისაა საჭირო უკან დახევა და გეგმების დროებით გადადება. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, რომ თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს დრო გადაწყვეტილების მისაღებად და არ იჩქაროთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციებს არ აჰყვეთ, რადგან ამან შეიძლება სიტუაცია მხოლოდ გააუარესოს. არ არის გამორიცხული, ისეთ დაბრკოლებებს შეეჯახოთ, რომლებზეც აქამდე არაფერი გსმენიათ. ამ ვითარებაში შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვის ცდუნება გაჩნდეს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. იმ ვითარებაშიც კი, როცა რაიმეს ახსნა გიჭირთ, შეეცადეთ მათ გვერდით მაინც იყოთ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

რჩევა: არ მისცეთ დაბრკოლებებს უფლება, რომ გაგტეხონ. შეეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და უფრო რეალისტური მოლოდინი გქონდეთ.

მერწყული

ცვლილებების საჭიროებას სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობთ, თუმცა, ეს დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და საბოლოო დასკვნის მისაღებად შეუფერებელია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღიქვამთ რეალობას, რადგან თქვენმა გრძნობებმა შეიძლება რეალობა დაამახინჯოს.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან განცდებს და გადაწყვეტილრბას „ცხელ გულზე“ ნუ მიღებთ.

თევზები

რთული და ემოციებით სავსე დღეა, რამაც შეიძლება თქვენს მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურთ და უბრალო დავალებებიც კი ჩვეულებრივზე რთული გეჩვენებათ. მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებშიც ვერ ერკვევით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობას გულწრფელი საუბრით მარტივად დაძლევთ.

რჩევა: ორშაბათი კარგი დღეა შინაგანი წონასწორობის აღსადგენად. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და მიეცით საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის.

შეიძლება გამოგრჩეთ