„გლოვობს ჩემი ბათუმი…“ – ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, 35 წლის ეკა რატიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
შემთხვევა ბათუმში, ბონში მოხდა. ის ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა.
„გლოვობს ჩემი ბათუმი – გარდაიცვალა 35 წლის ეკა რატიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა… როგორი იყავი, ღიმილით, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე… ყველას უნაწილებდი ღიმილებს, ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. დღეს მგლოვიარეა ბათუმი, შავებით შეიმოსა….“ – წერს სიხარულიძე.