ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები, გაირკვა ბავშვების ვინაობა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმის ტრაგედიაზე

ბა­თუმ­ში, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 3 და 6 წლის ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

რო­გორც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ­მა, რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბავ­შვე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სახ­ლე­ბა და ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვე­ბი გა­სახ­ლე­ბულ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქის კუს­ტა­რუ­ლად გა­კე­თე­ბულ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩაც­ვივ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვე­ბი ჯართს აგ­რო­ვებ­დნენ, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ და­ღუ­პუ­ლი გვა­რად შა­ი­ნი­ძეა, მე­ო­რე კი ცე­ცხლა­ძე.

„მთე­ლი სა­ღა­მო ეძებ­დნენ და ერთ-ერ­თის ბა­ბუ­ამ იპო­ვა ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი“ – უყ­ვე­ბა რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge

შეიძლება გამოგრჩეთ