ბათუმში, თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა – დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები

ბათუმში, ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.

პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Previous post

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

Next post

უბედურებაზე და ტრაგედიაზე დაგეშილო სექტანტებო. წყლით დაფარული თხრილია, რომელიც სავარაუდოდ არ ეგონათ ღრმა. ჩუსტები იქვე აწყვია. ამ ადგილას არ მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, ყველაფერზე როგორ ითბობთ ხელს – ნუნუშა ვასაძე ბათუმის ტრაგედიაზე

შეიძლება გამოგრჩეთ