მოკლულია 4 შვილის მამა: “დაჭ­რი­ლი მთა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა…” – თბილისში მომხდარი ამაზრზენი მკვლელობის დეტალები

გუ­შინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რეს­ტო­რან “კა­ხე­ლებ­თან” მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მო­ბილ­ში ეს­რო­ლეს. “ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 4 შვი­ლის მამა, რო­მე­ლიც ავე­ჯის ბიზ­ნესს ფლობ­და, მან­ქა­ნა­ში გვი­ან ღა­მით, რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი “ტვ პირ­ველს” უყ­ვე­ბი­ან, რომ ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლი­და­ნაც ცე­ცხლი გახ­სნეს, სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და მოხ­სნი­ლი, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო.

“დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა” – ჰყვე­ბი­ან ისი­ნი.

“ქვე­ვით მო­სახ­ვევ­ში ეს­რო­ლეს გა­ჩე­რე­ბულ მა­მა­კაცს. რამ­დენ­ჯერ­მეა აქვს გახ­სნი­ლი. 40-წლამ­დე კა­ცია. ნომ­რე­ბიც მოხ­სნი­ლი ჰქონ­და. აქა­უ­რი არ არის. მან­ქა­ნაც არ მეც­ნო­ბა”, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

Previous post

სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი, რომელსაც პატარა გოგონა და 5 პირი გადაჰყავდა, ჩამოვარდა – რა დეტალებია ცნობილი

Next post

დოლარის კურსი ისევ შეიცვალა – ნახეთ რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას უქმეებზე?

შეიძლება გამოგრჩეთ