რესტორან “კახელებთან” 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორან “კახელებთან” 40 წლამდე მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

შეიძლება გამოგრჩეთ