სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი, რომელსაც პატარა გოგონა და 5 პირი გადაჰყავდა, ჩამოვარდა – რა დეტალებია ცნობილი

ფი­ლა­დელ­ფი­ის ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თვითმფრი­ნა­ვის ჩფი­ლა­დელ­ფი­ის ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში უმ­ძი­მე­სი სცე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. Learjet 55, რო­მელ­საც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის პა­ტა­რა გო­გო­ნა, გა­დაჰ­ყავ­და, პა­რას­კევს ღა­მით ფი­ლა­დელ­ფი­ის აე­რო­პორ­ტი­დან მი­სუ­რის შტატ­ში მიფ­რი­ნავ­და. თუმ­ცა აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ში ჩა­მო­ვარ­და.

აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი ავი­ა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (FAA) ცნო­ბით, ბორტზე ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა უც­ნო­ბია, ვინ­მემ შეძ­ლო თუ არა გა­დარ­ჩე­ნა.

თვითმფრი­ნავს კომ­პა­ნია Jet Rescue Air Ambulance მარ­თავ­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და. მას­თან ერ­თად იყ­ვნენ დედა და ეკი­პა­ჟის ოთხი წევ­რი. ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მექ­სი­კა­ში, ტი­ხუ­ა­ნა­ში ბრუნ­დე­ბო­და.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: “ამ ეტაპ­ზე ვერ ვა­დას­ტუ­რებთ რომ ვინ­მე გა­დარ­ჩა, და­ღუ­პულ­თა ვი­ნა­ო­ბა ჯერ არ გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, სა­ნამ მათი ოჯა­ხე­ბი არ შე­ი­ტყო­ბენ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ამ­ჟა­მად არის პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხი, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სხვა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა.”

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შაი გოლდმა NBC Philadelphia-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბორტზე არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მისი თქმით, “პა­ცი­ენტს ამე­რი­კა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და, ის უკვე ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში.”

CBS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მი­წა­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია.

სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ამ დრომ­დე ცდი­ლო­ბენ ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას. თვითმფრი­ნა­ვი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან ჩა­მო­ვარ­და, რა­მაც რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­ზი­ა­ნა.

Shriners Hospitals for Children-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნა მათი პა­ცი­ენ­ტი იყო. კლი­ნი­კამ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა: “ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, ეკი­პაჟს, პი­ლო­ტებს და ყვე­ლას, ვინც ამ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას შე­ე­წი­რა. მად­ლო­ბას ვუხ­დით მაშ­ვე­ლებს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.”

მექ­სი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა პირი მექ­სი­კის მო­ქა­ლა­ქე იყო.

ფი­ლა­დელ­ფი­ის მერ­მა, შა­რელ პარ­კერ­მა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ­თა ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ჯერ ვერ და­ა­დას­ტუ­რებს. მან ად­გი­ლობ­რი­ვებს მო­უ­წო­და, სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ, რად­გან ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყა­რო

ambebi.ge

Previous post

რესტორან “კახელებთან” 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

Next post

მოკლულია 4 შვილის მამა: “დაჭ­რი­ლი მთა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა…” – თბილისში მომხდარი ამაზრზენი მკვლელობის დეტალები

შეიძლება გამოგრჩეთ