“წავიდა, ჯერ იფრინა და მერე ჩუმად დაგვტოვა, ქუთაისის კოლორიტი გარდაიცვალა”- მესხიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მესხიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„მშვიდობით ჩვენო პაუზა გია გორგიძე,, ყველას ტკივილო. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი მართალთა შორის!“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

წავიდა 😔

ჯერ იფრინა და მერე ჩუმად დაგვტოვა 😔😢

მასზე მეტი თავისუფალი ადამიანი მე არ შემხვედრია, მასზე მეტი ღირსების მქონე ადამიანი ძნელად მოიძებნებოდა, მასზე მეტი უღალატო, მასზე მეტი კეთილი, მასზე მეტი ქუთაისის და ქვეყნის მოყვარული, მასზე მეტი მეგობარი,მასზე მეტი მორწმუნე, მასზე მეტი…მასზე მეტი…..მასზე მეტი 😔😢

წავიდა, დაა-Pauza მისი ცხოვრება სამოცი წლის ასაკში! წავიდა თავისუფალი, არავისი ვალი არ დარჩენია, იქეთ გვაქვს ყველას მისი ვალი!

ყველაფერი ნახა ცხოვრებაში, ყველაფერი გამოცადა, სიხარული, საშინელი ტკივილიც, მაგრამ არასდროს არ გაბოროტებულა, არასდროს არ შურდა არავისი. ყველაფერი ღირსეულად გადაიტანა, მისი დიდი მორწმუნეობით, მისი დიდი იუმორით.

ერთხელ თეატრთან ახლოს ნასვამი გადმოდიოდა ქუჩას, შემთხვევით ვერ დაინახა და ისე მოხდა რომ მანქანამ დაეტაკა, ბევრი არაფერი მოსვლია, მაგრამ წაქცეული რომ დაინახა მძღოლმა შეშინებული გადმოხტა, წამოაყენა და უამრავი რამ შესთავაზა, რომ სავადმყოფოში წაიყვანდა და თუ რამე მიხედავდა, ნასვამმა პაუზამ ყველაფერზე იუარა, არაფერი არ მინდაო და მის საყვარელ თეატრში შემოვიდა, სადაც ცხოვრობდა და ღამეს ათენედა. მაშინ ძალიან უჭირდა, ფულს მისი ძმაკაცები და დაქალები ვაძლევდით თუ რამეში დასჭირდებოდა. მეორე დილით, იმ მძღოლმა მოაკითხა, პატიოსანი კაცი აღმოჩნდა, თეატრის ეზოში შემოვიდა და მოიკითხა, მივიდა ნახა, უკვე ფხიზელი იყო პაუზა, მძღოლმა ისევ შესთავაზა რომ იქნებ მაინც წავსულიყავით და გამოკვლევები ჩაგვეტარებინა, რამე არ იყოს ცუდიო, პაუზამ ისევ იუარა, არა მეგობარო, არაფერი არ მჭირდება, შენ კარგად იყავი, საქმეს მიხედე, ღმერთმა გაგიმარჯოს რომ მომიკითხეო. მაშინ მძღოლმა 500 ლარი ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, იქნებ რამეში დაგჭირდესო, პაუზამ გახედა, წარბები შუეკრა ამ ქმედებაზე და უპასუხა, მე გია ვარ გორგიძე, რეებს კადრულობო?! ჩაიდევი ეგ ფული ჯიბეში და ოჯახს მოახმარეო. გაოგნებული წავიდა მძღოლი. ასეთი ღირსებით სავსე ამბები ბევრი შემიძლია მასზე მოვყვე, მაგრამ ამას ნელ ნელა მისი ძმაკაცები და ნაცნობები მოვყვებით და გავიხსენებთ ნელ ნელა.

ბედნიერი კაცი ვარ რომ მას ვიცნობდი. რომ ჩემი მეგობარი იყო. წავიდა მის შვილთან, ვანოსთან, წავიდა მის მეუღლესთან, მანანასთან. მის მშობლებთან, მეგობრებთან, ნათელი დაადგეს გია შენს სულს, ჩვენ აუცილებლად ვილოცებთ შენთვის. ხშირად გაგიხსენებთ!

შენ, შენი მოყოლილი ამბებით, ქუთაისი იყავი ჩემთვის 😔😢 

ბევრი ამას აწი გაიგებს! 😔♥️ –  წერს სულხან გოგოლაშვილი 

Previous post

ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე – გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა და სადარბაზოებიდან კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

Next post

(ვიდეო) ცნობილია გიორგი გახარიაზე თავდამსხმელების ვინაობა – ახალი დეტალები

შეიძლება გამოგრჩეთ