„ქრონიკამ“ ბათუმის „შერატონის“ შესასვლელში გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის სახეში პლასტმასის ჭიქის ჩარტყმისა და შემდეგ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

„ქრონიკას“ მოაწოდეს ორი ვიდეო. ერთი, რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეიძლება გამოგრჩეთ