14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარული — თქვენი ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა საყვარელ ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავი დღეა რომანტიკული ვახშმისა და გრძნობების აღიარებისთვის.

კარიერა — შეიძლება მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს პოზიციას გააძლიერებს. დათანხმდით ახალი პროექტების დაწყებად და თამამად იმოქმედეთ.

ჯანმრთელობა— ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის – სპორტული ვარჯიშები ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ისაა, რაც ახლა თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება.

ფინანსები — იღბალი თქვენს მხარესაა – შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.

კურო

სიყვარული — საყვარელი ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ თქვენი ზრუნვისა და სიყვარულისთვის. მოაწყვეთ თბილი ოჯახური საღამო და უთხარით ერთმანეთს ის, რის სათქმელადაც დრო არასოდეს გყოფნით.

კარიერა — ნაყოფიერი დღეა. თქვენი იდეა წარმატებული აღმოჩნდა და საქმე გაგიადვილათ, რასაც კოლეგების აღიარება მოჰყვება.

ჯანმრთელობა —ყურადღება გაამახვილეთ რელაქსაციის პრაქტიკაზე – მედიტაცია ან მასაჟი სასარგებლო იქნება.

ფინანსები — კარგი დროა ბიუჯეტის ან ინვესტიციების დასაგეგმად.

ტყუპები

სიყვარული — ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი ქარიზმით მოხიბლავთ. მოულოდნელი შეხვედრა დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

კარიერა — მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულება გუნდში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს და მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ჯანმრთელობა — ეცადეთ, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი დაიცვათ და არ გადაიღალოთ. მსუბუქი ვარჯიში და ჯანსაღი კვება ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები ბონუსების ან საჩუქრების სახით.

კირჩხიბი

სიყვარული — ამ დღეს თქვენი გრძნობები განსაკუთრებული სიცხადით და სიღრმით გამოირჩევა. საყვარელი ადამიანებისთვის მზად ხართ ბოლომდე დაიხარჯოთ. შესანიშნავი დროა გულწრფელი საუბრებისთვის.

კარიერა —წარმატებული დღის საიდუმლო სიმშვიდე და სტაბილურობა იქნება.

ჯანმრთელობა — ირგვლივ იმდენი ვირუსია, რომ იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. ამაი ჟოლოს ჩაი და ვიტამინები დაგეხმარებათ.

ფინანსები — ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდოთ.

ლომი

სიყვარული — თუ წვეულებაზე მიგიწვიეს უარს ნუ იტყვით – შეიძლება გაიცნოთ ის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით.

კარიერა — ამ დღეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის საშუალება გექნებათ. შესაძლოა, ახალი თანამოაზრეები იპოვოთ, რაც წარმატების მიღწევას გაგიადვილებთ.

ჯანმრთელობა — დილის ვარჯიშები და სუფთა ჰაერი ენერგიით დ აგმუხტავთ. დროა, მავნე ჩვევები დაივიწყოთ და დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.

ფინანსები — აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები, რომ ხელფასს ცარიელი ჯიბით არ შეხვდეთ.

ქალწული

სიყვარული — თქვენი გულწრფელობა და მზრუნველობა ურთიერთობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. გირჩევთ საყვარელ ადამიანს ისეთი პირობა არ მისცეთ, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

კარიერა — ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება შეგიძლიათ.

ჯანმრთელობა — მშვენიერი დღეა თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის. გირჩევთ სპა, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები მოსინჯოთ.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის.

სასწორი

სიყვარული — შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ მნიშვნელოვან საკითხზე აზრის შეცვლა გაიძულოთ, თუმცა ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე არ აისახება.

კარიერა — გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა – ერთობლივი ძალისხმევა უკეთეს შედეგს მოიტანს.

ჯანმრთელობა — ხშირად გაიღიმეთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ფინანსები — ამ დღეს ფინანსური საკითხები მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება.

მორიელი

სიყვარული — თქვენი ვნება და გულწრფელობა გულგრილს არავის დატოვებს. საყვარელ ადამიანთან ერთად საქმიანობა ურთიერთობას უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს.

კარიერა —უჩვეულოდ ნაყოფიერი დღეა. შესაძლებელია ახალი, სრულიად მოულოდნელი პერსპექტივები გამოჩნდეს.

ჯანმრთელობა — თუ ამ დღეს ვარჯიშით დაიწყებთ აუცილებლად წარმატებული იქნება.

ფინანსები — კარგი დღეა შესყიდვებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის.

მშვილდოსანი

სიყვარული — ეცადეთ ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი ტრფობის ობიექტი დიდი ხანია ამას ელოდება.

კარიერა — თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია – კოლეგები თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ. გამორიცხული არ არის, რომ მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც დაწყებული პროექტის დასრულებაში დაგეხმარებიან.

ჯანმრთელობა — აქტიური დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — ამ დღეს ფული ადვილად მოვა, მთავარი მისი გონივრულად გამოყენებაა.

თხის რქა

სიყვარული — ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას პარტნიორთან.

კარიერა — თქვენი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. დროა ხანგრძლივი და დაძაბული შრომიდან სარგებელი მიიღოთ.

ჯანმრთელობა —ხელსაყრელი დღეა პრევენციისთვის. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

ფინანსები —მოსალოდნელია მცირე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო შემოსავალი.

მერწყული

სიყვარული — თქვენი პიროვნული ხიბლი და ხალისი გარშემო სიხარულის ატმოსფეროს შექმნის. გირჩევთ ამ შანსით ისარგებლოთ და თქვენთვის ძვირფას ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ.

კარიერა — იდეალური დღეა გუნდური მუშაობისთვის, ასევე შემოქმედებითი საქმიანობისა და იდეების განსახორციელებლად.

ჯანმრთელობა — თუ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, გირჩევთ თქვენს მენიუს მეტი ხილი და ბოსტნეული დაამატოთ.

ფინანსები —ფინანსურ სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით. შესაძლებელია მომგებიანი შეთავაზებები.

თევზები

სიყვარული — ეს დღე სინაზით და რომანტიკით სავსეა. უსმინე საკუთარ გულს და ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ..

კარიერა —ინტუიცია და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ. მეგობრის რჩევა ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

ჯანმრთელობა — წყალი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ – დალიეთ ბევრი სითხე და დამამშვიდებელი აბაზანა მიიღეთ.

ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერების განცდას მოგანიჭებთ.

Previous post

“საშინელი ტრაგედია დატრიალდა თიკა ფაცაციას ოჯახში, 3 შვილი და 24 წლიანი ქორწინება…”- ამას ვერავინ წარმოიდგენდა

Next post

”მთელი ქალაქი ტირის, ჩვენი ქეთი ექიმი გარდაიცვალა…” – უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა

შეიძლება გამოგრჩეთ