“მასზე ვგიჟდები, სილამაზის ეტალონად მიმაჩნია” – რა აკავშირებთ ერთმანეთთან მანიკა და მაკა ასათიანებს: ეს ბევრმა არ იცოდით!

ტელეწამყვანმა და მოდელმა მანიკა ასათიანმა ჟურნალ “გზასთან” რამდენიმე წლის წინ მაკა ასათიანის შესახებ ისაუბრა.

“მაკაზე ბავშვობიდან ვგიჟდები და სილამაზის ეტალონად მიმაჩნია.

დაახლოებით 9 წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებებზე სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი რამდენიმე ქართველი ქალბატონი მიიწვიეს, მათ შორის, მე და მაკა ვიყავით.

თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.

ერთხანს “მაესტროში” ვმუშაობდი და ხშირად მქონდა მასთან შეხება. საზღვარგარეთაც ვყოფილვართ ერთად. მაკა და მე ერთი შტოდან ვართ, წარმოშობით ლეჩხუმიდან, თუმცა ჩვენი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ.” – ამბობს მანიკა ჟურნალთან ინტერვიუში.

13 წლისა იყო, როცა ბებიამ სამოდელო სააგენტოში კასტინგზე მიიყვანა 13 წლისა იყო, როცა ბებიამ სამოდელო სააგენტოში კასტინგზე მიიყვანა და მისი კარიერა აქედან დაიწყო. მარიამი ჰქვია, მაგრამ ამ სახელით არავინ იცნობს. მასზე ერთი წლით უფროსი დის მიერ შერქმეული მეტსახელი მანი, მანიკად იქცა.

– კამერასთან მუშაობა და საერთოდ, სამოდელო გამოცდილება ჟურნალისტიკაში თავიდანვე დამეხმარა იმ კუთხით, რომ კამერის შიში არ მქონია. ეს პლუსი იყო. ჩემთვის სამოდელო საქმე დღეს მიძინებულია, ამისთვის ფიზიკურად დრო აღარ მრჩება. ბოლო ჩვენებაზე 2 წლის წინ გამოვედი.

– სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი და ჟურნალისტიკა რატომ აირჩიე?

– ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა “ჯეოსტარში” ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, `რუსთავი 2~-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო… არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება.

mshoblebi

– პოდიუმზე პირველი გამოსვლისას არ დაიბენი?

– ერთადერთი, რაც არ მქონია, ეს არის დაბნევა. რა თქმა უნდა, სამოდელო და სატელევიზიო კარიერაში პატარა-პატარა კურიოზები ყოფილა, მაგრამ ლაღი ბავშვი ვიყავი და ეტყობა, თავიდანვე ორივე სფეროს ბავშვურად მივუდექი. პოდიუმზე მქონია მომენტები, როცა ფეხი წამომდებია გრძელ კაბაზე და წავქცეულვარ, მაგრამ არ დავბნეულვარ. ამის კომპლექსი არა მაქვს. ამ დროს მაყურებლის მიდგომაა მნიშვნელოვანი, ოვაციები მოდის მათგან და შენც ჩვეულებრივად აგრძელებ. ტელევიზიაშიც ანალოგიურად ხდება…

– მაკა ასათიანი როდის და როგორ გაიცანი?

– მაკა ასათიანზე ბავშვობიდან ვგიჟდები და სილამაზის ეტალონად მიმაჩნია. დაახლოებით 9 წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებებზე სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი რამდენიმე ქართველი ქალბატონი მიიწვიეს, მათ შორის, მე და მაკა ვიყავით. თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. ერთადაც ვმუშაობდით და ნებისმიერ დროს შემიძლია რჩევა ვკითხო

მანიკა ასათიანი ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “გზის” 50-ე ნომერში

mshoblebi

mshoblebi.ge

Previous post

ალიევი: სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა, რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის – ფაშიზმი უნდა განადგურდეს

Next post

 ვალდებულია თუ არა მგზავრი ტრანსპორტში ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი და  რა შემთხვევაში აქვს კონტროლიორს ჯარიმის დაწერის უფლება?

შეიძლება გამოგრჩეთ