ალიევი: სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა, რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის – ფაშიზმი უნდა განადგურდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ და „რეგიონისთვის საფრთხის წყარო“ უწოდა. 

ალიევის განცხადებით, ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან აზერბაიჯანი. 

„სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ „ სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები.“ 

Previous post

“დროა გასუფთავდეს ქუჩა!… ვინც დასაჭერია(თავები) დაიჭირე!…”- რას აცხადებს ლალი მოროშკინა

Next post

“მასზე ვგიჟდები, სილამაზის ეტალონად მიმაჩნია” – რა აკავშირებთ ერთმანეთთან მანიკა და მაკა ასათიანებს: ეს ბევრმა არ იცოდით!

შეიძლება გამოგრჩეთ