„იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს…” – ნანუკა ჟორჟოლიანმა ნუცა ბუზალაძეს სხვა ტაქტიკით შეუტია
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მომღერალ, ნუცა ბუზალაძეს მიმართავს.
საქმე ეხება 4 იანვარს ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქტივისტები ბუზალაძის კონცერტზე აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოებით მივიდნენ და მომღერლის მისამართით სკანდირებდნენ „სირცხვილია”.
ბუზალაძემ აქტივისტებს ჯერ სცენიდან მიმართა და უთხრა, რომ სამარცხვინო სწორედაც რომ მათი ქცევაა. მოგვიანებით კი მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბათუმში მომხარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ იმის მაგივრად, რომ მომღერალი შეწუხებულიყო ნაცემი ადამიანების ფოტოების ხილვით, ბუზალაძე მათ ეუბნება, რომ „თქვენ ფულის გამო ყველაფერს კადრულობთო”:
„ნუცა ბუზალაძემ, რომელმაც მაგ კონცერტიდან 25 000 ლარი აიღო, იმ ქალბატონებს რომლებიც მას გულშემატკივრობდნენ კონკურსების პერიოდში, რადგან ჩვენ ეს გოგო კონკურსების გარდა არსად არ გვინახავს, რადგან ის რეალურად კონკურსების მომღერალია და უცებ ნუცა ბუზალაძე კივის, რომ თქვენ ფულის გამო ყველაფერს კადრულობთ, ბუზალაძე ეუბნება აი ამ განაწყენებულ ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ ენახათ ის ნუცა ბუზალაძე, რომელსაც ოდესღაც გულშემატკივრობდნენ და ოდესღაც მასზე უნერვიულიათ.
წამოგვაძახა მე თქვენ გასახელებთ და თქვენ მე ასე მექცევითო – ნუცა, ბავშვობიდან გვახსოვხარ კონკურსებში და კონკურსებში მომღერალს სჭირდება მისი მსმენელი, შენ გჭირდებოდით ჩვენ იმ კონკურსებში.
მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ შენი მსმენელი, მოვუწოდებდი ჩემს გამომწერებს, რომ შენს განმარჯვებაში წვლილი შეგვეტანა – ანუ შენ თუ იმარჯვებდი, ამაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, ამიტომ შენ ახლა გვამადლო საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ პლატფორმაზე – არა! ნუცა ნუ გვამადლი ნურაფერს, ნურც იმ 25 000 და 18 000 ლარიან კონცერტებს, აი შენ რომ ფულის გამო გაყიდულები ეძახე, იმ ადამიანებს შენი გამარჯვებისთვის ესემესები გამოგზავნილი აქვთ.
უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა და ოქეი, ეგრე გააგრძელე… იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა წარმატებები” – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.