„ჩემი შვილი ვინც მოკლა, ცოცხალი არ დარჩება…” – რას ამბობენ ავარისას დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრები და რა ვითარებაა ბოლნისში?

ბოლ­ნი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მათ თან აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც. ეს უკავ­შირ­დე­ბა გუ­შინ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას და ამ შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მძღო­ლის მათ­თვის გა­და­ცე­მა­სა და დას­ჯას ითხოვ­დნენ.

ბოლ­ნი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს „ემერ­ჯენ­სის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოთარ ქე­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ათი პი­რი­დან, რვამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა.

რო­გორც ქე­ბა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კლი­ნი­კა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს „მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი” აღე­ნიშ­ნე­ბათ.

„შე­მო­იყ­ვა­ნეს ათი პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან, ორი ჩვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, რვა კი გა­ე­წე­რა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ტრავ­მით გა­ე­წერ­ნენ და შემ­დგო­მი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცათ. ერთი [სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი] გა­დაყ­ვა­ნი­ლია პა­ლა­ტა­ში, მე­ო­რე ჯერ-ჯე­რო­ბით, დაკ­ვირ­ვე­ბის დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ცოტა ხან­ში მა­საც გა­და­ვიყ­ვანთ ინ­ტენ­სი­ურ­ში. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ და ამი­ტომ, რჩე­ბი­ან სამ­კურ­ნა­ლოდ”, – გა­ნა­ცხა­და ოთარ ქე­ბა­ძემ.

და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდას ოჯა­ხი, რო­მე­ლიც „ტვ პირ­ველ­მა” ჩა­წე­რა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის სას­ტი­კად ითხოვს.

„სად არის სა­ქარ­თვე­ლო? რა­ტომ? ჩემი შვი­ლი ვინც მოკ­ლა, ის ცო­ცხა­ლი არ დარ­ჩე­ბა. ჩემი შვი­ლი დამ­ტვრე­უ­ლია” – ამ­ბობს ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლის დედა.

ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო.

„ეს ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ძირს იწვა და მძღო­ლი შე­იყ­ვა­ნეს სას­წრა­ფო­ში. ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა. მთვრა­ლი იყო მძღო­ლი, იგი­ნე­ბო­და. ეს საქ­მე ასე არ უნდა დარ­ჩეს, ვინც ეს გა­ა­კე­თა ცი­ხე­ში უნდა წა­ვი­დეს” – ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 2 არას­რულ­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მერ­სე­დერ­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თავ­და ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს და­ე­ჯა­ხა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მათი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჩ. (თენ­გო ჩხე­ტი­ა­ნი) უკვე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, თა­ვი­სი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით ოთხ მგზავ­რთან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შე­დე­გად, ქვე­ი­თად მოძ­რა­ვი ორი მო­ზარ­დი, აქე­დან ერთ-ერთი ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ambebi.ge

შეიძლება გამოგრჩეთ