ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პროდიუსერი გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა.
ლაფერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და მეგობრებს.