“ვწუხვარ…თბილისს გამოაკლდა ადამიანი…” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა გალაძე თბილისის ყოფილი მერის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებს გამო.
თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში.
ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას”- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეიძლება გამოგრჩეთ