დაღუპული 25 წლამდე ქართველი გოგო აღმოჩნდა – ვინ იპოვა პირველად გუდაურში დაღუპული ადამიანები?

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ ოთახში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილთაგან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. იგი 25 წლის ქართველი  ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, რომელიც ამავე რესტორანში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დილით ტაქსის მძღოლმა, რომელიც რესტორანს ემსახურებოდა, პროდუქტები ჩამოიტანა თბილისიდან და ცხედრები სოწრედ მან ნახა. იგი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

Previous post

“მარსაგიშვილების გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა ეს ამბავი, ორმა გაიღვიძა, გარეთა კარისკენ წავიდა და გაღება ვერ შეძლეს… ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა“ – როგორ მოხდა რეალურად საზარელი ტრაგედია?

Next post

დიდი სკანდალი ოპოზიციის ბანაკში: “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოფო ჭყონიას ასობით ათასი ლარის ვალს არ უბრუნებს და შეურცხყოფას იქეთ აყენებს – ჭყონიები სასამართლოსთვის ემზადებიან

შეიძლება გამოგრჩეთ